პროექტის სახელწოდება: ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი”
პრობლემის განსზღვრა და მისი აქტუალობა: სადამრიგებლო კლასში, რიგ შემთხვევებში,არსებობს თანაკლასელებთან, ასევე სხვა კლასის მოსწავლეებთან ურთიერთობის პრობლემები.
მიზანი: მოსწავლეთა შორის შემოქმედებითი, ურთიერთთანამშრომლობის, საერთო საქმეში პასუხისმგებლობის უნარის განვითარება.
ამოცანები: მოსწავლეები გაეცნობიან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ასევე ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველ მასალებს. გაინაწილებენ როლებს თითოეულ სცენაში მონაწილე მოსწავლეები შეთანხმდებიან სამუშაო განრიგზე. მუშაობა დაიწყება 20 ოქტომბერს და გაგრძელგება 15 დეკემბრამდე. სპექტაკლის პრემიერა შედგება 16 დეკემბერს (2012 წ)
: სანდრო ჯელაძე, ლექსო ონიანი, სოფო ასათიანი, თაყვა ავალიშვილი,ნინო ფალავანდიშვილი, ქეთი ბიბილეიშვილი, ნანუკა კასრაძე, ბიჭიკო ეჯიბაშვილი, არჩილ ზანგურაშვილი, სანდრო საგინაძე, ზურაბ კალაძე, გეგა ბურდულაძე იმუშავებენ კვირის დღეებში: ორშაბათი, ოთხშაბათი. ხოლო ნიკა მოსიაშვილი, შალვა ფანოზიშვილი, მირიან გუნია, მიხეილ დარჩაშვილი, შოთა ფიფია, დათო ბორჩაშვილი და თამარ გოგბერაშვილი - სამშაბათი და ხუთშაბათი.
პროექტს მონიტორინგს გაუწევენ XI2 კლასის მოსწავლეები: მარიამ ბუკია, გიორგი ლეჟავა,
ალექსანდრე ჯელაძე და სოფო ასათიანი შეისწავლიან ცეკვას სკოლის ქორეოგრაფის დახმარებით
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს გასაბჭოების პეროდის ამსახველ მასალებს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი თანამებრძოლების, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას. სპექტაკლზე მუშაობის პროცესში გაუჩნდებათ ურთიერთპატივისცემის, საერთო საქმეში პასუხისმგებლობის გრძნობა, განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები. უფრო მეტად დაუახლოვდებიან თანაკლასელებს., სხვა კლასის მოსწავლებს. მიიღებენ შემოქმედებითი წარმატებით გამოწვეულ დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას.
რესურსები:
ძველი კოსტიუმები და სხვა სამოსი- მოსწავლეებმა ისარგებლეს ბებია-ბაბუების ნაქონი სამოსით.
ლიტერატურა: სკოლის ბიბლიოთეკა, საკუთარი ოჯახური ბიბლიოთეკები,ინტერნეტ-სივრცე.
მოსწავლეთა ასაკი : 16-17 წელი (XI2 და X2 კლასები)
პროექტის ხელმძღვანელი ნატო კეკელია
სცენარის ავტორი ვახტანგ ანდიაშვილი
No comments:
Post a Comment